ჯანდაცვა
კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1447 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40 -ით გაიზარდა და 1190 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6010 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე


Print