ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გუშინ, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაცვალა.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 429
გამოჯანმრთელებულია - 1150
მათ შორის გარდაცვლილია - 19
კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 005
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.


Print