ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა
საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია. პაციენტს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1421 დადასტურებული შემთხვევაა. 1137 ადამიანი კი გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print