ჯანდაცვა
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1421 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 1137 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 225 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

Print