ჯანდაცვა
კორონავირუსის10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1351 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები არ განახლებულა და კვლავ 1092 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

 

Print