ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1341 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 გაიზარდა და 1088-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7082 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე


Print