ჯანდაცვა
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1336 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 1088-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7597ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

Print