ჯანდაცვა
„ნიღაბი გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება“ - პაატა იმნაძე
სულ ტალღებზეა ხოლმე ლაპარაკი - რას დავარქმევთ, მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს თუ ა.შ მთავარი არის ის, რომ კორონა არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძემ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო. პაატა იმნაძის თქმით, "ნიღაბი გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება".

"კორონა გრძელდება. როგორც ხედავთ, გეოგრაფიით რასაც ვაცხადებ - თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა - წესის დაცვა, ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად, თუ არ შეგვიძლია ღია სივრცეში დისტანციის დაცვა, იქაც ნიღაბი და კორონა ასე თითო ოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, იქნება ბევრი და რას ნიშნავს ეს ბევრი? გადახედეთ სხვა ქვეყნების მედიას და ნახავთ რა იქნება,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.


Print