ჯანდაცვა
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა 1068-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 245 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.



Print