ჯანდაცვა
სვანეთიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 4 ბავშვია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი შეიყვანეს. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა. პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
"9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები", - განაცხადა ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება.


Print