ჯანდაცვა
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1278 გახდა. აქედან ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა 1058-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, დღეს კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 203 პაციენტი მკურნალობას, საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 16 პაციენტის მგომარეობა კი მძიმეა.

კარანტინის რეჟიმშია 7208 ადამიანი, ხოლო სქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე


Print