ჯანდაცვა
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა და 44 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 44-ით გაიზარდა 1054-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6930 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 263 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print