ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1216 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა 996-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7166 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 282 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print