ჯანდაცვა
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1206 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა 967-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7071ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print