ჯანდაცვა
კორონავირუსისგან 7 გამოჯანმრთელდა და 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 1171 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა 947-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.



Print