ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 1160 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა 935-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე


Print