ჯანდაცვა
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1155 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე  stopcov.ge არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა 929-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე


Print