ჯანდაცვა
ლილოს ბაზრობაზე 6000 -დე ადამიანის ტესტირება სრულად მოხდება - ამირან გამყრეკიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 6000 -დე ადამიანის ტესტირება სრულად მოხდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით ლილოს ბაზრობაზე ჯამში 2500-2700 ნიმუშია აღებული.
"ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე. ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი. ამიტომ ლილოს ბაზრობა სრულად იკვლევა, დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული, ერთად აღებულია 2500-2700 ნიმუში და ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ლილოს ბაზრობა სრულად მოვიცვათ". - განაცხადა ამირან გამყრელიძემ



ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო

Print