ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1145 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა 927-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 353 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე


Print