ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 1131 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა 920-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6183 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 302 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print