ჯანდაცვა
19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.
"8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა",- განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.


Print