ჯანდაცვა
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო
ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.

როგორც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი უკვე გამოიკვლიეს, ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი კი დღეიდან დაიწყება .

"გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print