ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1049 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა 903-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 232 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


Print