ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 1039 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა 900-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 232 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print