ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1018 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა 895-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5497 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print