ჯანდაცვა
COVID-19– ის საწინააღმდეგო ამერიკულმა ვაქცინამ იმუნური სისტემის პასუხი გამოიწვია

ექსპერიმენტულმა ვაქცინამ COVID-19– ის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა ამერიკული კომპანია Moderna– ს მიერ, შესწავლის ადრეულ ეტაპზე აჩვენა, რომ პირველი ვაქცინის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები წარმოიქმნა,  ხოლო ოთხი კვირის შემდეგ განმეორებით ჩატარებულმა ვაქცინაციამ უკვე შეძლო იმუნური პასუხის გაცემა ყველა მოხალისეში. ინფორმაციას ამის შესახებ New England Journal of Medicine აქვეყნებს
Moderna - ს აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ბანსელის თქმით, შედეგები "გამამხნევებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს mRNA-1273 კლინიკური განვითარებისათვის, ჩვენი კანდიდატი COVID-19 ვაქცინისთვის."

სამშაბათს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა (დაღლილობა, შემცივნება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი) , მეორე ვაქცინაციის 100 მკგ დოზით გამოყენების შემდეგ, სწრაფად გაქრა ან გამოვლინდა რბილი ან ზომიერი ხარისხით.
კვლევაში, რომელიც ჩატარდა ჯორჯიის შტატში სიეტლისა და ემორის უნივერსიტეტში,მონაწილეობდა 18-დან 55 წლამდე ასაკის 45 ჯანმრთელი მოხალისე, ექსპერიმენტის მონაწილეებს გაუკეთდათ მოდერას ვაქცინის სამი დოზის დონე 25, 100 და 250 მიკროგრამზე.
Moderna 27 ივლისს, 87 ლოკაციაზე გეგმავს დაიწყოს საცდელი ვაქცინის მესამე ეტაპის გაცილებით დიდი შესწავლა, რომელშიც სავარაუდოდ 30,000 მონაწილე იქნება წარმოდგენილი.

Print