ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1003 გახდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1003 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა 873-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 244 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

Print