ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 999 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge - არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა13-ით გაიზარდა 870-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 219 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.



Print