ჯანდაცვა
მსოფლიოში კორონავირუსით 12 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 164 173-ს მიაღწია, -შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს დღემდე 552 029 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 030 006 ადამიანი კი - გამოჯანმრთელდა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კოვიდ 19-ის 3 158 932 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 134 862 და გამოჯანმრთელებულია - 1 392 679 ადამიანი.
აშშ-ს ბრაზილია მოსდევს 1 716 196 ინფიცირებულითა და 68 055 ფატალური შემთხვევით. მესამე ადგილზე კი ინდოეთია, სადაც კორონავირუსით, საერთო ჯამში, 769 052 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 21 144-ია.


Print