ჯანდაცვა
კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

stopcov.ge-ზეა განთავსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


Print