ჯანდაცვა
"ყველას პასუხი არის უარყოფითი და ყველა კარგად ვართ" - მოქალაქე ბორჯომიდან
ბორჯომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ ქალს, რომელსაც გუშინ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, COVID-19 არ დაუდასტურდა. პასუხი SMS შეტყობინებით დღეს მიიღო. როგორც თავად ამბობს, ყველა იმ პირის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, რომლის ბიოლოგიურ მასალასაც ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევდნენ. მისი თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

ბორჯომში, 24 პირს COVID-19-ზე ტესტი გუშინ ჩაუტარდა. აღნიშნული პირები სავარაუდოდ კონტაქტში იმყოფებოდნენ თბილისიდან სტუმრად ჩამოსულ ახალგაზრდა კაცთან. ამ უკანასკნელს კორონავირუსი სავარაუდოდ მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ბორჯომი დატოვა. ბორჯომში ის ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა.


ამავე თემაზე: ბორჯომში 24 პირს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

Print