ახალი ამბები
ბორჯომში 24 პირს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა
ბორჯომში, 24 პირს COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარდა. აღნიშნული პირები სავარაუდოდ კონტაქტში იმყოფებოდნენ თბილისიდან სტუმრად ჩამოსულ ახალგაზრდა კაცთან. ამ უკანასკნელს კორონავირუსი მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც ბორჯომი დატოვა. ბორჯომში ის ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა.

"დღის ამბები"-ს გადამღები ჯგუფი იმ ადამიანს ესაუბრა, რომლის ტესტირებაც დღეს მოხდა.

ამ ინტერვიუს შემდეგ, ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დავუკავშირდით. ცენტრში გვითხრეს, რომ 24 პირიდან, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა, ნაწილი ინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი არ არის. თუმცა, დამატებითი დეტალების დაზუსტება ვერ შევძელით. ჯანდაცვის ცენტრში ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.
Print