ჯანდაცვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, კორონავირუსი დაუდგინდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებსაც.
„ამ წუთებში სამსახურში არ ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო. გუშინ აღმოჩნდა, რომ ჩემმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა. სხვათა შორის, სიმპტომები ჯერჯერობით არ მაქვს. ტესტი ჩემი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და მათზეც დადებით აჩვენა“,-განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა.
როგორც იგი აცხადებს, შეხვედრაზე ერთ-ერთმა პირმა მაგიდაზე ჭიქა ისე დადო, რომ ხელთათმანი არ ეკეთა.

„ვვარაუდობ, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დავინფიცირდი. როგორც იცით, ასეთი შეხვედრების დროს მაგიდაზე წყლიან ჭიქას დგამენ. პირს, რომელმაც მაგიდაზე ჭიქა დადო, ხელთათმანი არ ეკეთა და მე მას ამაზე შენიშვნაც მივეცი,“- განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, მოგვიანებით აღნიშნულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.


Print