ჯანდაცვა
აშშ-მ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობა შეწყვიტა
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას  წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ მათ საჭირო რეფორმები არ განახორციელეს.

"ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული.

მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა" , - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს, მისი გადაწყვეტილებით, აშშ-მა აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა.

Print