ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბორჯომის ცხელების ცენტრში 2 პაციენტზე ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. 60 წლამდე ქალს და 12 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ინფორმაციას borjomi.tv-ს სამედიცინო ცენტრის დირექტორი უდასტურებს.

ორივე ადგილობრივი პირი ბორჯომის ცხელების ცენტრში 23 მაისს მოათავსეს, ისინი მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

ამავე თემაზე: ბორჯომის ცხელების ცენტრში ორი პირია მოთავსებული
Print