ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში ორი პირია მოთავსებული
10 დღიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის ცხელების ცენტრში ორი პაციენტია მოთავსებული. 60 წლამდე ქალი და 12 წლის ბავშვი ცენტრში 23 მაისს, მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ორივე მათგანი ადგილობრივია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მათ ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ.

სამედიცინო ცენტრი ბავშვის ტესტის პასუხს დღეს გვიან ელოდება. ხოლო, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი 60 წლამდე ქალის ტესტის პასუხი კორონავირუსზე.

Print