ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
"დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728 შემთხვევა, ახლა საქართველოში 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და სულ ამ ეტაპზე, 522 გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი."- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Print