ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდა
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი
მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალოდ არის მოთავსებული.
ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი"
სამედიცინო წრეებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობდნენ,
რომ ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მოგვიანებით, მისმა თანაშემწემ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ
ჩეჩნეთის მეთაური პირადად აკონტროლებს კოვიდ-19-ის შტაბის
მუშაობას.