ახალი ამბები
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების პასუხები COVID-19-ზე ცნობილია
დღეს, 15 მაისს, ლუგარის ლაბორატორიიდან, ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 50-ივე თანამშრომელზე მიიღეს ტესტის პასუხი. ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

მედ. პერსონალის და მძღოლების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში 12 მაისს გაიგზავნა.

ეს არის ტესტირების მეორე, განმეორებითი ეტაპი. პირველი ტესტირება 27 აპრილს ჩატარდა. COVID-19 ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა.



ამავე თემაზე: ბორჯომში COVID-19-ზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს

Print