ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 15-ით გაიზარდა და 667 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11 - ით გაიზარდა და 383 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4233 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პირი. საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print