ჯანდაცვა
ბორჯომში COVID-19-ზე სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობს
ბორჯომში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს,  კოვიდ-19-ზე ტესტირება უტარდებათ. 50 თანამშრომლის ტესტირება ამ წუთებში მიმდინარეობს. პასუხი 48 საათში იქნება ცნობილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების, მედ. პერსონალის და მძღოლების ტესტირება, ბორჯომში გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტარდება. ნიმუშები კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ეს არის ტესტირების მეორე, განმეორებითი ეტაპი. პირველი ტესტირება 27 აპრილს ჩატარდა. COVID-19 ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა.

Print