ჯანდაცვა
კორონა ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა
რუსეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 11 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით მან გადაასწრო იტალიასა და დიდ ბრიტანეთს და მსოფლიოში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. https://www.worldometers.info/coronavirus/ -ის სტატისტიკური მონაცემებით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეეთებული შტატები, მეორეზე კი - ესპანეთია.
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 94-ით გაიზარდა და 2009 გახდა გარდაცვალებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელდა 39 801 ადამიანი, ამ ეტაპზე რუსეთის სტაციონარებში 179 534 პაციენტი მკურნალობს.

Print