ჯანდაცვა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. სოხუმში სასტუმრო "აიტარში" კარანტინში 209 ადამიანი იმყოფება.
"სპუტნიკის" ინფორმაციით, სამ მაისს სასტუმროში 14 დღიან კარანტინში კურსანტები არიან განთავსებული, რომლებიც სოხუმში რუსეთიდან ჩავიდნენ.
ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ყველა მათგანი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

Print