ჯანდაცვა
ახალციხის ცხელების ცენტრში COVID-19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ახალციხის ცხელების ცენტრში ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადაყვანილ პირს, COVID-19 დაუდასტურდა.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულებამ ლუგარის ლაბორატორიიდან საეჭვო პაციენტების ანალიზის პაუსხები დღეს დილით მიიღო.
კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე აცხადებს, რომ შუა ხნის პაციენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მკვიდრი არ არის, იგი ბაკურიანის საკარანტინე ზონაში იზოლირებულად ჩამოიყვანეს ორკვირიანი კარანტინის გასავლელად, მას მოგზაურობის ისტორია აქვს  და ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხება არ ჰქონია. ინფიცირებული სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

Print