ჯანდაცვა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
სააგენტო "რესი"-ს ინფორმაციით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი რუსეთის ფედერაციიდან ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში" 30 აპრილს შესულ მამაკაცს აღმოაჩნდა,
"ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,"- აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა.
მისივე თქმით, დაინფიცირებული პირის კონტაქტები გამოვლენილია და კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში იმყოფებიან.

Print