ჯანდაცვა
ბორჯომის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილ 13 ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მოვიდა
ბორჯომის ცხელების ცენტრიდან, ლუგარის ლაბორატორიაში, გუშინ, 29 აპრილს გაგზავნილ ნიმუშებზე, პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

13 სინჯიდან, ცამეტივე უარყოფითია.

"გუშინ ლაბორატორიაში სულ 13 ნიმუში გავაგზავნეთ, ერთი ეკუთვნოდა, ცხელების ცენტრში მოთავსებულ კაცს, ხოლო დანარჩენი 12, იყო სამედიცინო ცენტრის პერსონალის, ცამეტივე პასუხი დღეს დილით მივიღეთ და ყველა უარყოფითია. მედ. პერსონალის ტესტირება გაგრძელდება" - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ,  29 აპრილს,  ერთი პირი შეიყვანეს.  40 წლამდე კაცი ბორჯომელია და  მას რამდენიმე დღეა ტემპერატურა უფიქსირდებოდა. ლუგარიდან მოსული უარყოფითი პასუხის შემდეგ,  კაცი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, პნევმონიის დიაგნოზით.



Print