ჯანდაცვა
ბორჯომის ცხელების ცენტრში ერთი პირი შეიყვანეს
ბორჯომის ცხელების ცენტრში დღეს, 29 აპრილს, ერთი პირი შეიყვანეს. 40 წლამდე კაცი ბორჯომელია და მას რამდენიმე დღეა ტემპერატურა უფიქსირდება.

პაციენტის ბიოლოგიური მასალა, ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება.

„კვლევის შემდეგ მოხდება პაციენტის დიფერენცირება, სად გააგრძელებს მკურნალობას, დაწესებულებაში თუ ბინაზე მოხდება მისი გადამისამართება“ - ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომთან“,  სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

ბორჯომის ცხელების ცენტრში ამ დროის მონაცემებით (29.04.2020 15:00 საათი) მხოლოდ აღნიშნული პაციენტია მოთავსებული.

Print