ჯანდაცვა
კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4904 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი. ინფორმაციისთვის, 456 დაინფიცირებული ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print