ჯანდაცვა
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 456-დე გაიზარდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა .
"გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია - 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში - 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

Print