ჯანდაცვა
კორონავირუსისგან 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინშია 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print